logo_geo
eng_logo
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალის გამარჯვებულია
- +

2 ოქტომბერი. 2023. 10:36

 

 

კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო კოლაჟმა გაიმარჯვა. 2022 წლის ტურისტული კამპანიისთვის 3 ვიდეორგოლი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით Bloomberg-მა მოამზადა.

 

კანის წლევანდელ ფესტივალზე ტურისტულ მიმართულებებს შორის საუკეთესო ვიდეოკოლაჟად Bloomberg-ის „Glimpses of Georgia“ დასახელდა.

 

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27-28 სექტემბერს, საფრანგეთში, კანში გაიმართება. კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალი 2010 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება, ფესტივალზე კორპორაციული ფილმები, ონლაინ მედია პროდუქცია, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და სარეკლამო ვიდეო რგოლებია წარმოდგენილი.

 

გავლენიან საერთაშორისო პლატფორმასთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლიდან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მომზადდა სტატიები და ვიდეო რგოლები საქართველოს ბუნების, თავგადასავლების, კულტურის, ღამის ცხოვრების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. კამპანია სხვადასხვა სოციალურ არხებზე (Facebook, Instagram, Twitter, TikTok, YouTube) და Bloomberg-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან თანამშრომლობას წელსაც აგრძელებს. კამპანია ივლისში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში Bloomberg-მა საქართველოში Youtube-ზე პოპულარული გადაცემის „Sorted Food” წამყვანები ჩამოიყვანა საქართველოში, Bloomberg-მა წამყვანების მონაწილეობით ქართული სამზარეულოს, ღვინის მომზადებისა და კულტურის შესახებ ვიდეო რგოლები მოამზადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner