logo_geo
eng_logo
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს
- +

2 ოქტომბერი. 2023. 10:53

 

 

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს.

 

კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დაინიცირდება და მას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილებებით ზუსტდება კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

 

ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის  ოდენობით ან მის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან მის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15  დღემდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner