logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კარვების გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის
- +

2 ოქტომბერი. 2023. 11:45

 

 

„კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სუს-ის ინფორმაციით, კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად. მათ შორის, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად.

 

„კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის. ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკისა და თეორიის გათვალისწინებით, რაც სრულად არის თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

ასევე, მოისმინეთ სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია კანონის მიღება, რომელიც დაინიცირებულია და პარლამენტი მიმდინარე კვირაში სამი მოსმენით მიიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner