logo_geo
eng_logo
ვალერი კვარაცხელია: არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად არის
- +

8 სექტემბერი. 2016. 16:05


 

„საყოველთაო ჯანდაცვა სერიოზული პროექტია, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ პროექტის პირველი ეტაპი გავიარეთ ძალიან კარგად, მაგრამ გვინდა, რომ ხარჯეფექტური გავხადოთ",- ამის შესახებ „რეპორტიორს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ესაუბრა.


კვარაცხელიას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის მხრივ ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა.


 

„არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად არის. საყოველთაო ჯანდაცვა სერიოზული პროექტია, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ პროექტის პირველი ეტაპი გავიარეთ ძალიან კარგად, მაგრამ გვინდა, რომ ხარჯეფექტური გავხადოთ. ასევე აუცილებლად გასატარებელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. ექიმების კვალიფიკაციასთან და განათლებასთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრი კლინიკა და ამბულატორია კერძო საკუთრება გახდა, რამაც გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოს ცოტა რამ დარჩა. ამის გამო მთიან რეგიონში სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. კერძო კლინიკებმა რამდენიმე სამედიცინო სერვისი გააუქმეს, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, ყველა სამედიცინო სერვისი იყოს აღდგენილი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. მოგვიწია ბევრი კლინიკის გამოსყიდვა და ვაპირებთ კიდევ ამ პროცესის გაგრძელებას. რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფების მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. არ ვაპირებთ ამ კლინიკების გაყიდვას. აღნიშნულ კლინიკებში კერძო და სახელმწიფოს ერთობლივი საწარმოები შეიქმნება. ვფიქრობთ, რომ ეს მოდელი დღევანდელ სიტუაციაში ჩვენთვის ყველაზე მისაღებია",- განაცხადა კვარაცხელიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner