logo_geo
eng_logo
მიხეილ ჟღენტი: რა ნატო, რის ევროკავშირი და რა კანდიდატის სტატუსი? ეს უკვე შიზოფრენიაა!
- +

2 ოქტომბერი. 2023. 10:41

 

 

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეები დაიბარესორგანიზაცია კანვასის წევრები ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებით, ტრენინგებს ატარებდნენ და სხვადასხვა სახის შეხვედრებს მართავდნენ. სავარაუდოდ, ისინი სტუდენტებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ატრენინგებდნენ. აღნიშნულს მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ წევრთან, პოლიტიკურ ექსპერტ მიხეილ ჟღენტთან ერთად მიმოვიხილავთ.

 

 

- ბატონო მიხეილ, რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, ამის შესახებ განცხადება სუს-მაც გააკეთა. ხედავთ თუ არა თქვენ ამ საფრთხეს და, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამის თავიდან ასაცილებლად?

 

- არაფერი ახალი სუს-ს არ უთქვამს. დასავლეთი მზად არის, ბოლო ძალები მოიკრიბოს და საქართველოში როგორმე ცეცხლი დაანთოს. ჩვენი ორგანიაცია, „სოლიდრობა მშვიდობისათვის“ სატელევიზიო პლატფორმაზე დიდი ხანია ამაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ნათლად გვიჩვენებს დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მაინც შესწევთ ძალა, კოლონია საქართველოში დაანთონ ხანძარი. დიახ, კ ო ლ ო ნ ი ა! ეს ქვეყანა „დამოუკიდებლობის“ ოცდათორმეტი წლის თავზეც კი, ყველა მონაცემით, კოლონიაა. ქვეყანა, რომელიც მის მიმართ მტრულად განწყობილი უკრაინის დროშას აფრიალებს სახელმწიფო ორგანიზაციის შენობებზე, კოლონიაა და უარესიცაა... ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივდიოდით აქეთკენ. როგორც კი პირველად გააჟღერა სუს-მა ინფორმაცია „ბოევიკების“ აქ მომზადებაზე, მაშინვე უნდა დაებარებინათ პოლონეთის, უკრაინის და ევროკავშირის ელჩები, მაგრამ კოლონია საქართველოს საგარეო სამინისტროს მაგის არც უფლება და არც კომპეტენცია არ აქვს. პირველი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო, ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მეორე, ნაბიჯი სწორი იყო... ხალხს გვითხრეს, გადატრიალებას გვიმზდებენ და მაგრად დადექითო. ჩვენც „მაგრად“ ვდგავართ, ვაი ჩვენს პატრონს...

 

- თქვენი აზრით, ვისგან იმართება ოპოზიცია? თუ ეს დასავლეთია, რატომ იბრძვის იგი ასე გამწარებით საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად?

 

- ოპოზიცია იმართება საელჩოების მიერ. აშშ-ის ობკომის და მეფისნაცვალის რეზიდენციიდან. მაგრამ მათ ერთი პრობლემა აქვთ, ოპოზიციის ნარჩენებიდან ვერ აკოწიწებენ პოლიტიკურ ძალას. ჭიჭე ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გადატრიალებას დაგიპირებს... ე.ი. საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მეხოტბე გუბაზი რომ დაგემუქრება, აი მაშინ უნდა მიხვდეს ხალხი, რომ დასავლეთი აქ უკანასკნელ ძალებს იკრებს. გამალებული ბრძოლა კი, გამოწვეულია დროის სიმცირით, აშშ-ს დრო აღარ რჩება, მას სასწრაფოდ სჭირდება კავკასიის აფეთქება, აქ არ გამოვიდა, სომხეთში უნდა მოხდეს, სომხეთში არ გამოვა, აქ უნდა სცადონ. უკრაინის პროექტი იხურება. ცდილობენ საქართველოს პროექტის გააქტიურებას.

 

- როგორ ფიქრობთ, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს თუ სტატუსზე უარს შეგნებულად და მიზანმიმართულად გვეტყვიან, რათა დასავლეთმა სწორედ ამით წააქეზოს ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად?

 

- მსგავს ტყუილსა და დაცინვას, რაც საქართველოს მოსახლეობას ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ნატო-ს სახით აკადრეს, მე ვერ ვიხსენებ. დასავლეთი რომ ცინიკოსი და გათახსირებულია, კი ვიცოდი, მაგრამ თუ საკუთარ თავს ამ დონეზე, არ სცემდნენ პატივს, არ მეგონა. მოგვცემენ, თუ აქ ვერ დაინახეს სისხლიანი გადატრიალების პერსპექტივა, რომ სატყუარა სტაფილოს უფრო დაუგრძელონ ჯოხი.

 

- „მოდულის“ შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა სერბეთის სამი მოქალაქე, ისინი ორგანიზაცია კანვასის წევრები არიან. როგორც ჩანს, აღნიშნული პირები ქართველ ახალგაზრდებთან (კერძოდ, ილიაუნის სტუდენტებთან) მუშაობენ და სახელმწიფო გადატრიალებისთვის მათი მომზადებით არიან დაკავებულები, თავად კი ამტკიცებენ, ჩვენ უბრალო, რიგირითი ლექტორები ვართოროგორ ფიქრობთ, ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები და რა მისიით იყვნენ ჩამოსულები თბილისში?

 

- მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ, მოდით, ჯერ, ილუაინის შენობიდან ჩამოხსნან უკრაინის სამარცხვინო დროშა, მერე დაინტერესდნენ, რას და როგორ ასწავლიან ამ შენობაში და ყველაფერი ნათელი გახდება. დასავლეთის ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა ეს „უმალესი სასაწავლებელი“, რომელსაც ილიას სახელი მიანიჭეს. აქ, 1992 წლიდან და განსაკუთრებთ სააკაშვილის პერიოდში, სულ „უბრალო“ ლექტორები ჩამოდიოდნენ, რომლებმაც ეს ქვეყანა უწიგნურ კოლონიად აქციეს. კიდევ ბევრი „ლექტორია“ საქართველოში. ამიტომ მოვუწოდებ სუს-ს, სამთავრობო დერეფნებშიც გააძლიეროს ძებნა. ბოლოს, სანამ სოროსის ფონდი, იუსაიდი და მსგავსი ანტიადამიანური ორგანიზაციები იქნებიან აქ, საქმე უფრო ცუდად წავა. თუმცა, იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მალე აიბარგებიან აქედან, მთავარია, ეს სისხლისღვრის გარეშე მოხდეს და აქაურობა საიგონ-ქაბულად არ იქცეს.

 

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქართველი ხალხის აყოლიებას, ადამიანების ქუჩაში გაყვანას და მათ გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად?

 

- ხალხი ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. მოსახლეობა კარგავს ხელისუფლების იმედს და, რაც მთავარია, მის მიმართ პატივისცემას. ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ მმართველმა პარტიამ მტერს თავისი სახელი ვერ დაარქვა. ესაა უბედურება, მათი რეიტინგის კატასტროფული დაცემა. რა ნატო, რის ევროკავშირი და რა კანდიდატის სტატუსი? ეს უკვე შიზოფრენიაა! ეს უკვე ფსიქიატრების საქმეა და არა ექსპერტების და პოლიტოლოგების. დღეს ჩინეთში ხარ, ხვალ ბრიუსელში, ზეგ ვაშინგტონში და ბოლოს ილიაუნში გიმზადებენ დამხობის სცენარს. მენტალური კატასტროფაა ქვეყნის ხელძღვანელობაში. დღეს ისეა დამუხტული გარემო, რომ ნებისმიერი საბაბი შეიძლება გახდეს ქუჩის აფეთქების მიზეზი. მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთი, საკონტროლო გასროლას, „ევროლიბერალიზაციის“ აკრძალვის მუქარით განახორვიელებს. მაშინ ბევრი გავა ქუჩაში, თუმცა, იმდენი არა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში საშიში ხელისუფლების შიგნით ღალატი იქნება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ. შესაძლებელია, სწორედ იმ კოაბიტირებულებმა გაისროლონ პირველებმა.

 

- დაუშვებს თუ არა რუსეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლებაში ამერიკის აგენტების დაბრუნებას და როგორი შეიძლება იყოს ჩრდილოელი მეზობლის პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში ძალაუფლებას ისევ რადიკალები (დასავლეთის აგენტურა) ჩაიგდებენ ხელში?

 

- აშშ-ის აგენტების მეორე თაობა ჰყავს უკვე საქართველოში და მესამის გაზრდით არის დაკავებული. ეს აგენტები მე ჯერ კიდევ 92 წლიდან მახსოვს, ისინი, ვინც გაათახსირა ეს ქვეყანა. ახლა საუბარია მათ გათეთრებაზე, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დასავლეთი წავა სისხლისღვრაზე. აქ თუ ვინმე არ დაიღუპა, ისინი თავის გამარჯვებას ვერ ხედავენ. კიევის სცენარის კოპირება უნდათ, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა არ არის 2014 წელი და უკვე სხვა რუსეთია. რუსეთი არ დაუშვებს, ვერ დაუშვებს აქ არეულობას.  ვ ე რ !!! კავკასიის აფეთქება, უკრაინაში ომის ფონზე, დიდი პრობლემაა მათთვის. თუ ძალიან გამწვავდა ვითარება, არ გამოვრიცხავ, რუსეთი უხეში ძალითაც ჩაერიოს, მაგრამ, მერწმუნეთ, კარგად ვიცნობ რუსეთის მაღალ ეშელონებში არსებულ განწყობას და ამის სურვილი არავის აქვს მოსკოვში. ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ უკრაინამ და ახლა უკვე სომხეთმა ვერ გვასწავლა ჭკუა, მეტის ღირსები ვიქნებით.

 

- და ბოლოს, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების ძალებს, თქვენი აზრით, გაუძლებენ თუ არა ისინი დასავლეთის ასეთ ძლიერ წნეხსა და შემოტევას?

 

- ეს შემოტევა უახლოეს კვირებში დაიწყება და თვეები გასტანს. ხელისუფლება გაუძლებს, თუ იქნება თანმიმდევრული. არ ირბენს ხან ალთას, ხან ბალთას. ხანს ჩინეთი, ხან აშშ. ამას პოლიტიკაში სხვა რამე ჰქვია. ასევე, გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს ხალხს, რომლის დასაცავიც შეიძლება გახდეს ეს ხელისუფლება. აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების სრული წმენდა სააკაშვილის ნარჩენებისგან. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება, თუმცა, სხვა გზა არც არის. დრო ძალიან ცოტაა. დღეს ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუ რა მოხდება საქართველოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner