logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება
- +

2 ოქტომბერი. 2023. 12:46

 

 

„სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება - მისი ყველა აქტიურობა არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე შეაფასა პატიმარი ექს-პრეზიდენტის განცხადება, რომ „უახლოეს კვირებში და თვეებში მის აქტიურ ქმედებებს ყველა დაინახავს“.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, როგორც ორგანიზატორი საქართველოში არეულობისა, რომელიც ამავე დროს ბრალდებულია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ორგანიზატორია. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ - ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner