დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია - ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ხვალ გაიმართება. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უნდა გამოცხადდნენ როგორც საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები, ისე თავად პრეზიდენტი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არავის აქვს უფლება საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენოს. ქართულ ოცნებაში ელოდებიან, რომ იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს
„ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, არ აქვს უფლება, საკუთარი თავი და საკუთარი მოქმედებები დააყენოს კანონზე მაღლა. პრეზიდენტმა, რომელმაც 2018 წლის 16 დეკემბერს მილიონზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერით დაიფიცა კონსტიტუციაზე, სადაც ამბობს, რომ ის არის მთავარი გარანტი კონსტიტუციის შესრულების, უხეშად დაარღვია არაერთხელ კონსტიტუცია. ჩვენ არ ვიცით იმპიჩმენტის პროცედურა საბოლოო ჯამში როგორ განვითარდება, თუმცა მთავარია, რომ ყველა ქმედებას სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შემდგომში ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში და ვნახავთ ოპოზიციიდან ვინ დგას კანონის მხარეს და ვინ დგას კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მხარეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.