logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ონოფრიშვილი: ბაკურიანი-მიტარბი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტია
- +

ავტორი ანა ფერაძე

8 სექტემბერი. 2016. 16:06



მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ  ბაკურიანი-მიტარბი მაშტაბური და გრძელვადიანი პროექტია, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო კურორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. აქვე ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ ფრანგულა კომპანიამ „GEODE" შექმნა სოფელ მიტარბის განვითარების გეგმა, რომელიც ადაპტაციას გადის ქართულ კანონმდებლობასთან, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.


 

„ბაკურიანი-მიტარბი მასშტაბური და გრძელვადიანი პროეტია, რაც გულისხმობს ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონიანი სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას. 2017 წლამდე მოხდება კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, სადაც განთავსდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, აპარტჰოტელები, შალეები და გასართობი ობიექტები.

 

ბაკურიანი-მიტარბის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობთ ხორციელდება. დაბა მიტარბში მიმდინარეობს სამი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. კურორტი 30-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ვიზიტორებს.

 

ფრანგულ კომპანია „GEODE"-ს დავუკვეთეთ სოფელ მიტარბის განვითარების გეგმა, რომელიც ადაპტაციას გადის ქართულ კანონმდებლობასთან. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჩვენ დავგეგმავთ კურორტის განვითარებას და მასზე ქაოტური განაშენიანება არ მოხდება", - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner