logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა
- +

2 ოქტომბერი. 2023. 14:20

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის - „კომუნიკაცია მედიასთან“ ფარგლებში, ეკონომიკური პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მორიგი მედიასემინარი გაიმართა. აღნიშნული სწავლება რენტგენო ინსპექტირების მწარმოებელი კომპანია NUCTECH-ის  მხარდაჭერით განხორციელდა.

 

სემინარი გახსნეს და  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ. მათ მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2023 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.

 

„მოხარული ვარ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბროთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეების შესახებ, რაც  მედია საშუალებებთან  მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დისტანციური სერვისები, სასაქონლო კოდების ახალი საძიებო  სისტემა, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, ასევე ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა,  ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვამ იმედს, რომ  ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის“,- განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.

 

სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა „ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა“ მოინახულეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მედია-ტურის მონაწილეებმა, კომპანია NUCTECH -ის მიერ წარმოებული უახლესი რენტგენული ინსპექტირების სისტემები დაათვალიერეს და კინოლოგიის ცენტრის ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის  "დონას" მონაწილეობით,  სიმულაციური აღმოჩენის პროცესს  დაესწრნენ.

 

აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ირაკლი თევდორაძე და კიაზო ახალაია, ასევე მეთოდოლოგიისა და საბაჟო დეპარტამენტების სხვა ხელმძღვანელი პირები.

 

საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner