„არ დავუშვებთ არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას“, - ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„ადამიანები ირქმევენ, რომ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ერთადერთი საზრუნავი ძალადობრივი გზით სახელმწიფოს გადატრიალება არის. აქაც მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე.
ამ ადამიანებს აქვთ კამპანია - მე ვარ ლაზარე, უფრო უპრიანი იქნებოდა, ამ კამპანიას უწოდონ - მე ვარ მოლოტოვის კოქტეილი, ვინაიდან ამათი მიზანი სწორედ ეს არის. სინამდვილეში, მათი სახელები, გვარები და ბედი საერთოდ არ აინტერესებთ. აინტერესებთ მხოლოდ ის ვინ უფრო მეტ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. ისიც იმიტომ, რომ არეულობა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. არ დავუშვებთ არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას ჩვენს ქვეყანაში. ვისაც რაიმეს თავი აქვს არჩევნებში სცადოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.