logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 8 წლის განმავლობაში 1200-მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
- +

2 ოქტომბერი. 2023. 17:44

 

 

„8 წლის განმავლობაში 1200-მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის გასაძლიერებლად მიემართება.  

„შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200-მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში და მე მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს იგივე უმაღლესი განათლების სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი ეს კაპიტალი, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner