აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თაღლითობის შესახებ სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ნაწილია.
"ეს დაკავშირებულია არჩევნებში ჩარევასთან. ისინი ჩემთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა, რომლის სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო.
27 სექტემბერს, ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი, შვილებთან ერთად, თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპები დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, კრედიტორებსა და მზღვეველებს, ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.
დონალდ ტრამპს გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა, გასული წლის სექტემბერში უჩივლა. ის ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი და მისი სამი შვილი - დონალდ ტრამპ უმცროსი, ერიკ და ივანკა ტრამპები, საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით, თაღლითობდნენ.