logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ევროპული არჩევანის განმტკიცების კუთხით
- +

8 სექტემბერი. 2016. 16:38



საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით.



ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრეციას ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის განვითარების გზად აღიქვამს. საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა სხვადასხვა საკითხებზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. დეკლარაცია მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და ჩემს მიერ. ამ პროცესის გაგრძელება არის ის დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩატარების პროცესშიც ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner