logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამ პოზიტიურ სიახლეს - ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს ბუნებრივია, პარლამენტში ჩვენი მხარდაჭერა ექნება
- +

2 ოქტომბერი. 2023. 20:42

"მიმდინარე კვირის დღის წესრიგი იყო მთავარი საკითხი, სადაც თავის მხრივ მთავარი თემა იყო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი," - მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

თქვენ იცით, რომ საბიუჯეტო შემოსავლებმა მოგვცა საშუალება რომ რამდენიმე მიმართულებით გაზრდილიყო დაფინანსება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართულება. უამრავი პროექტის დაფინანსებას შეძლებს ჯანდაცვის სამინისტრო, რაც ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსებაში აისახება და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დააზღვევს. საერთო ჯამში, ბუნებრივია ამ პოზიტიურ სიახლეს ჩვენი მხარდაჭერა ექნება, რაც წარმოდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner