logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: პუტინისთვის ძალიან სასიხარულო იქნება, თუ აშშ უარს იტყვის დახმარებაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უწევს
- +

2 ოქტომბერი. 2023. 20:46

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისათვის დახმარების ამოღებასთან დაკავშირებით, რაც ფედერალური მთავრობის მუშაობის შენარჩუნების შესახებ შეთანხმების ნაწილი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენ უნდა ვნახოთ, არის თუ არა აშშ პასუხისმგებელი მსოფლიოში დემოკრატიაზე, რჩება თუ არა ის სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას, თუ ეს არის ქვეყანა, რომელიც გვერდზე დადგება და უყურებს ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას. ეს საკმაოდ მარტივია", - აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

 

 

ოლექსი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ მსოფლიოში დემოკრატიის ბასტიონია, მაშინ პასუხი ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს.

 

 

"ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი დაიწყო. ჩვენ არანაირად არ ჩავერევით ამ პროცესში, მაგრამ ძალიან გვსურს, რომ [ამან] გავლენა არ იქონიოს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პუტინისთვის და არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა ავტოკრატიული რეჟიმისთვის დიდი სიხარული იქნება, თუ აშშ უარს იტყვის დახმარებაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უწევს", - დასძინა დანილოვმა.

 

 

1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

 

 

"რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

 

 

ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner