logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს
- +

2 ოქტომბერი. 2023. 20:54

"შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება ძალადობრივი გზით," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ახალგაზრდების მონაწილეობით, უცხოური დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგები და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები.

 

 

„ვისაუბრეთ დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ასევე ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ღონისძიებები იგეგმებოდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვამცნო და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნახევარი, რაც ჩვენ გავიგეთ წინა ბრიფინგიდან, უკვე გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ღლიცინსაც კი არ იშურებდნენ ამ ახალი ინფორმაციის მისამართით, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ დიახ, ახალგაზრდების მონაწილეობით, უცხოური დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგები და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დასახელებულები იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წინა ბრიფინგის ტექსტში. მეორე ნახევარი უკვე არის ამ გეგმის აღსრულება, რასაც ქართული სახელმწიფო, შემდგარი ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს. შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება ძალადობრივი გზით, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი, დემოკრატიული, ლეგიტიმური, ანუ არჩევნების გზით საქართველოში დღეს ხელისუფლების შეცვლა ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია. ამიტომ ფიქრობენ ისინი, რომ შეცვალონ ხელისუფლება ძალადობრივი გზით. უმთავრეს მიზანს ამის შემდეგ წარმოადგენს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ქართული შემდგარი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner