logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ჩვენ არ ვგრძნობთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა შეირყა
- +

2 ოქტომბერი. 2023. 21:26

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ სუსტდება.

 

 

"ჩვენ არ ვგრძნობთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა შეირყა, რადგან შეერთებულ შტატებს ესმის, რომ უკრაინაში ფსონი გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალოდ უკრაინა, საუბარია მსოფლიოს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

 

 

"რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

 

 

ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner