logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამერიკული კანონის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებული ბრძოლა იმიტომ იყო, რომ უცხოური დაფინანსებით ჩატარებული ამგვარი ტრენინგების დაფინანსების წყაროები არ გამხელილიყო
- +

2 ოქტომბერი. 2023. 22:02

"დღევანდელი მოცემულობა ამხელს იმას, თუ რატომ იყო ასეთი გააფთრებული ბრძოლა ამერიკული კანონის წინააღმდეგ და რატომ იყო უდიდესი მცდელობა არამხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, რომ მას რუსული კანონი დარქმეოდა. იმიტომ, რომ უცხოური დაფინანსებით ჩატარებული ისეთი ტრენინგები, რომელიც წინა დღეებში ჩატარდა, არ ყოფილიყო მხილებული, თუ ვისი დაფინანსებით ტარდებოდა," - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

„ამისთვის იბრძოდნენ სწორედ, რომ დაფინანსების წყარო არ გამჟღავნებულიყო, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში დაფინანსების წყარო მაინც მჟღავნდება. ამიტომ ვამბობთ, ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა USAID-ი მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს. ვერ მოვისმინეთ ეს და მოვისმინეთ ცინიკური განცხადება მაგალითად იმის შესახებ, რომ რაც მოვისმინეთ ის რევოლუციისთვის მზადება კი არ ყოფილა, ყოფილა რა: „კანვასთან“ თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებას უწევენ ადვოკატირებას“. თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები და ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რაც დღეს ვნახეთ, ყველაფერი მოგვეჩვენა; იქ არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი, რევოლუციის გამოცდილებებზე არ ყოფილა საუბარი, არ ყოფილა საუბარი ახალგაზრდების ჩართულობაზე, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და როგორ უნდა აიღონ პარლამენტი - ამაზე არ ყოფილა საუბარი. როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში მართლები არ არიან. ჩვენი მეგობრებისგან განსაკუთრებით ვითხოვთ, რომ კონკრეტული განმარტება - რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში, ამაზე პასუხი გაგვცენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner