logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე ლევან ბერძენიშვილს: სად თქვენ და სად კაცობა...
- +

8 სექტემბერი. 2016. 16:39



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილს მიმართავს:


„საინტერესოა, როდესაც ინაურის ხელისბიჭი ბრძნულ აზრებს აფრქვევს ბიძინა ივანიშვილზე. ისე, მაშინ არ იყო ივანიშვილი ცუდი, როდესაც მილიონი დოლარი აჩუქა თქვენს რესპუბლიკურ პარტიას? სხვის ფულისადმი სიყვარულზე საუბრობ, ბერძენიშვილო, და ხელგაწვდილი ეხვეწებოდით მთელი პარტია 4 წელი ბატონ ივანიშვილს, რომ ფული მოეცა თქვენთვის. თუ ასეთი ცუდი იყო ბიძინა, ფულს რატომ ართმევდით?

 

2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლო იყო და მას ჯარისკაცად წავყევი ამ ბრძოლაში, თქვენთვის კი ფულის შოვნის საშუალება გახლდათ და როგორც კი ფინანსები მოგაკლოთ, ეგრევე გინება დაუწყეთ. ერთი კითხვა მაქვს, ლევან ბერძენიშვილო, შენთან, კაცურად, არ გრცხვენია? თუმცა, მეც კარგა გვარიანი გულუბრყვილო ვარ - სად თქვენ და სად კაცობა", - აცხადებს ბრეგაძე.

 

ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდის მედიასთან შეხვედრის შემდეგ ლევან ბერძენიშვილმა ექს-პრემიერზე განაცხადა, რომ მას არ აქვს იმის რესურსი, რომ რესპუბლიკური პარტიის საქმეები გააანალიზოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner