logo_geo
eng_logo
„The Guardians“: მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა
- +

3 ოქტომბერი. 2023. 09:16

 

 

მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა. გამოცემა „The Guardians“-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამ დროისათვის კი მთიანი ყარაბაღი 100 500-ზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა.

 

გამოცემის ცნობით, რეგიონში ცოტა ხნის წინ გაეროს მისია ჩავიდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას დააკვირდება.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, პირებს, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს და ახლა სომხეთში იმყოფებიან, საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება თავშესაფრით უზრუნველყოფს.

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ე.წ. „რესპუბლიკა” 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner