logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, მთელ დროს დავუთმობ ხალხის პრობლემების მოგვარებას
- +

8 სექტემბერი. 2016. 16:41



„მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი მაჟორიტარად კენჭს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში იყრის.


მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, დროს მთლიანად ამ რაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოახმარს.


„დავიბადე დაბა ფასანაურში, დუშეთის რაიონში. ჩემი მშობლები 20 წელი მოღვაწეობდნენ ამ რაიონში. პრაქტიკულად, იქ გავიზარდე და მაქვს მორალური უფლება, ამ რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ვიყარო კენჭი. არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, აღარ მექნება პირადი ცხოვრება და მთლიანად ჩემს დროს დავუთმობ ამ რაიონის ხალხის პრობლემების მოგვარებას", - განუცხადა შატბერაშვილმა „პირWელს".


პოლიტიკოსის თქმით, რეგიონის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებს.

 

„პირველი პრობლემა არის უმუშევრობა. მეორე პრობლემა, ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული საკითხები - არ აქვთ ასფალტიანი გზა, წყალი. მოსაგვარებელია სოფლებში ახალგაზრდების გართობის პრობლემა. ჯანდაცვის პრობლემა აწუხებთ", - აღნიშნა შატბერაშვილმა.


მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი.

 

„სოფელ ბაზალეთში შალვა ნათელაშვილის მიერ იყო მოწყობილი პროვოკაცია. შალვა ნათელაშვილის პორტრეტიანი მაისურებით, სამიოდე ახალგაზრდა დაგვხვდა და სცადეს არეულობის მოწყობა, რომელიც აღვკვეთეთ", -  აღნიშნა შატბერაშვილმა.

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner