logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
- +

3 ოქტომბერი. 2023. 10:40

 

 

ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია? ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში იმსჯელებენ. უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად სალომე ზურაბიშვილი. სხდომას სრული შემადგენლობით დაეწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, საქმე სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებს ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა..

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

 

შესაბამისი პროცესი რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება, იქნება კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და საზოგადოებისთვის მკაფიოდ გამიჯვნა იმისს, თუ ვინ იცავს რეალურად კონსტიტუციას და კანონს და პირიქით,ის ვინც უნდა დაიცვას კანონი, ის, ვისაც ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციის დასაცავად, საქართველოს პრეზიდენტი არის სწორედ პირველი დამრღვევი საქართველოს კონსტიტუციის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner