სუს-ის მიერ კანონიერი გზით მოპოვებული და გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ აშშ-ის საელჩოს განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება.
„აშშ-ის საელჩოს!
სულ დაკარგეთ გონება და რეალობის აღქმა? საქართველომ უყურა და უსმინა USAID-ს „დემოკრატიის“ ტრენინგებს. ასეთ თავხედურ ტყუილს რატომ გვაკადრებთ, ვინ გგონივართ?!
მოგიბრუნდებათ თქვენი მზაკვრობა! სამოქალაქო არეულობის შედეგებს იქ მოიმკით - USA-ში!“ - წერს გოგა ხაინდრავა.