„კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა და იმპიჩმენტი ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, პარლამენტის და მთავრობის თუ პრეზიდენტის? შარშან ივნისში, როდესაც ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ „ენჯეოები“ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. პარლამენტის მიმართ ჰქონდათ შენიშვნები და არა პრეზიდენტის მიმართ იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის. თუ არ არის პასუხისმგებელი რას დადის? ჩვენი პასუხისმგებლობა რომ არის ამიტომაც არ გვინდა პრეზიდენტს მივცეთ საბოტაჟის საშუალება. იმპიჩმენტი ამ პროცესს ხელს როგორ შეუშლის?“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.