logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე: თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი, ეს არის სწორედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და იმაზე საუბარი, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს
- +

3 ოქტომბერი. 2023. 11:30

 

 

„სწორედ პრეზიდენტის ქმედებებში იკითხება საბოტაჟის ძალიან აშკარა და უხეში ნიშნები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ ეს ვიზიტები იყო არაკონსტიტუციური, მან საზღვარგარეთ ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობდა, რომ მას ოფიციალურად არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო ამ სახელმწიფოში, ეს არის ჩვეულებრივი აღიარება. მას განზრახ და ძალიან უხეშად აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და ამას ისევ აგრძელებს, რაც შემაშფოთებელია. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ევროპულიპერსპექტივის საბოტაჟი, ეს არის სწორედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და იმაზე საუბარი, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ.“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დღეს წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner