„ქართული ოცნების“ გუნდი არის მზად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის არგუმენტები და მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვთვლით, რომ ადგილი აქვს კონსტიტუციის მიზანმიმართულ და უხეშ დარღვევას”, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვაქვს მოლოდინი, რომ გაჟღერდება სამართლებრივი საკითხების, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს დისკუსია და მსჯელობა. ასევე, მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი პოზიციები გაჟღედრება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დღეს წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.