logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის არგუმენტები, რაზე დაყრდნობითაც ვთვლით, რომ ადგილი აქვს კონსტიტუციის მიზანმიმართულ დარღვევას
- +

3 ოქტომბერი. 2023. 12:04

 

 

ქართული ოცნების“ გუნდი არის მზად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის არგუმენტები და მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვთვლით, რომ ადგილი აქვს კონსტიტუციის მიზანმიმართულ და უხეშ დარღვევას”, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრიხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გვაქვს მოლოდინი, რომ გაჟღერდება სამართლებრივი საკითხების, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს დისკუსია და მსჯელობა. ასევე, მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი პოზიციები გაჟღედრება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დღეს წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner