logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა, რადგან ბიუჯეტის ფულის გამოყენების შემთხვევაში, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც
- +

3 ოქტომბერი. 2023. 13:42

 

 

პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა, რადგან ბიუჯეტის ფულის გამოყენების შემთხვევაში, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

 

როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული, ეს არის აშკარა აღიარება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა მისი ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება.

 

52-მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებების წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner