ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები.
ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლა.
ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.