logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა
- +

3 ოქტომბერი. 2023. 15:07

 

 

“ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რეინდერსთან”, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

 

ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და იმედი გამოითქვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ყველა პროცედურა მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.

 

ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner