„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მაია კოპალეიშვილის გამოსვლას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
ქართველიშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლისგან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისგან მსგავსი გამოსვლა ძალიან რთული მოსასმენია.
„ანხორციელებს“, „ანთავისუფლებს“, „მოსამართლе“, „კონკრეტულь“, „უბრალёდ“, „წარმომადგენლёბითი“, „საქართველё“... ამის მოსმენა მით უფრო ჭირს, რომ ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება“, - წერს ქართველიშვილი.