logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ირაკლი კობახიძემ მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სამართლის ლაბირინთებში გაბნეულ პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს
- +

3 ოქტომბერი. 2023. 16:11

 

 

ირაკლი კობახიძემ მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სამართლის ლაბირინთებში გაბნეულ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, რომლებიც უსუსური მიზეზებით ცდილობენ ახსნან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.

 

როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, მას შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება სჭირდება. ამის საპირისპიროდ პრეზიდენტის წარმომადგენლები ცდილობენ გამოიგონონ ახალი ველოსიპედი, მოიგონონ ახალი მიმდინარეობა საკონსტიტუციო სამართალში, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

მისი თქმით, არგუმენტები, რომლითაც პრეზიდენტს თავი უნდა ემართლებინა, არ არსებობს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner