„ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს,17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. N7) ჩატარდება აწ გარდაცვლილ გია გაბრიჭიძის პუბლიცისტური კრებულების: „ღვთაებრივი დრამა“, „რეალითი შოუ“, „ნაცრისფერი დრო“ პრეზენტაცია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი, გამომცემელი ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ნიშანდობლივია, რომ 5 ოქტომბერი გიას დაბადების დღეა. სამწუხაროდ ამ კრებულების გამოსვლას იგი სიცოცხლეში ვერ მოესწრო.
მობრძანდით და ერთად მივულოცოთ დაბადების დღე მიღმიერ სამყაროში.
დასწრება თავისუფალია. ადგილზე შეგიძლიათ წიგნების შეძენაც“, - წერს ზაურ ნაჭყებია.