logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკასაც ვერ უძლებს და ამაზე სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია
- +

3 ოქტომბერი. 2023. 16:27

 

 

პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკასაც ვერ უძლებს და ამაზე სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს არ უდგას მხარში, არ აძლიერებს მას თავისი სწორი, რეალობასთან მიმართებით რელევანტური არგუმენტებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქმის მეორე, პოლიტიკური მხარეა, არასამართლებრივი. პოლიტიკურია, მაგრამ მორალურად აბსოლუტურად რელევანტური და სწორი, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ამბობს - არ იმსახურებს, ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი და ანტისახელმწიფოებრივი. ეს უარის თქმის მიზეზი იყო, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანხმობაც გასცეს, შემდეგ 26 მაისი იყო, შემდეგ პოზიციის არშეცვლა იყო. დღესაც კი არ მოგვისმენია ჩვენ მისგან განმარტება, რომ არა, მე შევცდი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის დღემდე მიჰყვება იმ აზრს, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები. ეს უარის თქმის საფუძველია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლებრივად დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ აქ სადავო საკითხი უბრალოდ არ არსებობს“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner