logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს, ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა
- +

3 ოქტომბერი. 2023. 17:01

 

 

ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს, ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა“, - ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, დროებითი კონსტრუქციების დადგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში აიკრძალება, თუ კონკრეტული საფრთხე იარსებებს, რაზეც მტკიცების ტვირთი სამართალდამცველებს ექნებათ. მისივე თქმით, „სხვა შემთხვევაში არაფერი იკრძალება“.

 

სუს-ინფორმაციით, ოქტომბერ-დეკემბერში, როცა ერთის მხრივ, კანდიდატის სტატუსის საკითხზე დასკვნა უნდა გახდეს ცნობილი, ხოლო დეკემბერში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ძალადობრივი აქციების ჩატარებასა და ამით ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ. სუს-მა ეს გაახმოვანა და თქვა, რომ ამაში KANVAS-ის წარმომადგენლები არიან ჩართული, იმართება შესაბამისი ტრენინგები და ასე შემდეგ. ალბათ, გუშინდელი ჩანაწერებიც მოისმინეთ - ბავშვთა ონკოლოგიაზე სადმე იყო საუბარი? რევოლუციურ გამოცდილებას უზიარებდნენ? ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები. შესაბამისად, ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე ამის პრევენცია მოვახდინოთ. თუ ამას ეწინააღმდეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ თანამზრახველი, თანამონაწილე მოსურვე იმისა, რომ კარვებში ადამიანები ააფეთქონ და ადამიანების გარდაცვალებაზე რევოლუციური გეგმა გავიდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner