„ქალბატონო თეონა, თქვენ თუ კონცეფცია ისეთივე სიზუსტით გესმით, როგორც ჩემი სიტყვები, ვერ ყოფილა საქმე კარგად. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას პლენარულ სხდომაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თეონა აქუბარდიას განცხადება ნიშანდობლივი ტყუილია, რადგან მას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
„ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ. ეს ძალიან ნიშანდობლივი ტყუილია, რომელსაც ავრცელებთ ახლა. გუშინაც გითხარით, თუკი უსაფრთხოების ექსპერტობა გსურთ, მე მგონი თქვენ უნდა იყოთ ამ საქმეში და თუ ასე ქარაფშუტულად უყურებთ ამ საკითხებს და მხოლოდ კონცეფციების კითხვა არის თქვენი უსაფრთხოების სტანდარტი, კი ბატონო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.