logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად
- +

3 ოქტომბერი. 2023. 18:07

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი.

 

მისივე თქმით, იმისთვის რომ ეს მესიჯი ბოლომდე მიიტანონ ახალგაზრდებამდე, საჭიროა პრეზიდენტის თანხმობა შეწყალების თაობაზე.

 

„ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. თუ სალომე ზურაბიშვილი ამაში ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ასეთი მცდელობები შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად, ამ მესიჯის გასაშვებად საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თქვენ შეგიძლიათ ისროლოთ მოლოტოვის კოქტეილი, შეგიძლიათ სცადოთ დაწვათ პოლიციელი ცოცხლად, ან სრულად დაწვათ და ამისთვის არ დაისჯებით და პრეზიდენტი შეგიწყალებთ. ეს მესიჯი რომ მიიტანონ ბოლომდე ახალგაზრდებამდე, ამისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის დათანხმება, ანუ, შეწყალება. ახლა ჯერი მათზეა, თუ ამ მესიჯში თანამონაწილეობა უნდა, მაშინ ბუნებრივია შეიწყალებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner