logo_geo
eng_logo
CNN: აშშ სულ უფრო მეტად მოუწოდებს უკრაინას, მეტი გააკეთოს სამთავრობო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით
- +

3 ოქტომბერი. 2023. 18:22

 

 

აშშ სულ უფრო მეტად მოუწოდებს უკრაინას, მეტი გააკეთოს სამთავრობო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც CNN იუწყება, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის ხელისუფლებას მიუთითებს, რომ გარკვეული სახის ეკონომიკური დახმარება დაკავშირებული იქნება უკრაინის პროგრესთან მისი ინსტიტუტების რეფორმირებაში.

 

ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კუთხით უცვლელი რჩება, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ აშშ-ის დახმარების სხვა ფორმები საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, თუ უკრაინა მეტს არ გააკეთებს კორუფციასთან ბრძოლაში.

 

როგორც CNN ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ზაფხულში სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა უკრაინას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ელის, რომ უკრაინა გააგრძელებს სხვადასხვა ანტიკორუფციული და ფინანსური გამჭვირვალობის ძალისხმევის განხორციელებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner