logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: ბათუმში მოსულ უხვ ნალექს შეფერხებები არ გამოუწვევია
- +

3 ოქტომბერი. 2023. 19:21

„ბათუმის წყალის“ ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა არსებული დამბა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

 

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ არის. „ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმში ინტენსიურად წვიმს. მიუხედავად ამისა, ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ არის. სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ოთხ მისამართზე განვითარდა მეწყრული პროცესი. ამავდროულად, ხუთბალიანი შტორმის გამო შეფერხებული იყო ზღვაში გამსვლელი არხების მუშაობა. გარდა ამისა, ადიდდა მდინარე ყოროლისწყალი, რამაც ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე არსებული დაბმა და ხიდი მოშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის გამო, ქალაქის წყალმომარაგების ნაწილში გარკვეული შეზღუდვები იქნება. ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს წყლის მიწოდება“ - არჩილ ჩიქოვანი.

 

უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მისამართზე კერძო და მრავალბინიანი სახლების ეზოები დაიტბორა. ყველა ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმის წყალმა“ მოახდინა დროული რეაგირება. მიწის მასა ჩამოიშალა ოთხ მისამართზე, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. კალაპოტიდან გადმოვიდა ადიდებული მდინარე ჩაქვისწყალი, რამაც გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების პრობლემები შექმნა. დაფიქსირდა ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები, რაზეც უკვე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner