logo_geo
eng_logo
Axios: ბაიდენის ადმინისტრაცია მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება
- +

3 ოქტომბერი. 2023. 19:48

ბაიდენის ადმინისტრაცია მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

უკრაინის მთავრობა, ევროპაში აშშ-ის მოკავშირეები და ნატოს ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად წუხან, რომ თუ აშშ-ის დახმარება არ გაგრძელდება, უკრაინის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ძალებს მკვეთრად შესუსტდება.

 

 

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, მაღალი რანგის ორმა ევროპელმა დიპლომატმა და ბაიდენთან დაახლოებულმა წყარომ Axios-ს აცნობა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს შეამსუბუქოს შეშფოთება.

 

 

ბაიდენის გუნდი მოკავშირეებს ეუბნება, რომ მუშაობს კონგრესთან შეთანხმებაზე, რომელიც სამხედრო დახმარების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

 

 

1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

 

 

"რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

 

 

ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner