უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინისთვის დღეს იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა ისინი არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება.
"უკრაინას სჭირდება საარტილერიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ქვეყნისა და ხალხის გადარჩენა - აი რა არის იარაღი ჩვენთვის აქ და ახლა.
მაგრამ თქვენ [პარტნიორებს] ნამდვილად გჭირდებათ, რომ უკრაინას ჰქონდეს საარტილერიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქწმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. საქმე ეხება არსებობას, წესებს, მომავალს. ახლა შევაჩეროთ რუსეთი თუ დაველოდოთ, სანამ რუსეთის სისხლისმსმელი ამბიციები მნიშვნელოვნად გაიზრდება?" - დასძინა პოდოლიაკმა.