NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს.
„როგორც NATO-ს წევრობის მსურველი ქვეყანა, საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს NATO-ში გაწევრიანების დემოკრატიულ სტანდარტებს და აქ მიღწეულია მდგრადი პროგრესი წლების განმავლობაში. ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღირებულებაზე დაფუძნებული საზოგადოება. NATO უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობასა და სხვა დემოკრატიულ პრინციპებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.