logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა
- +

4 ოქტომბერი. 2023. 09:59

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 216 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 – წინააღმდეგი იყო.

 

მაკარტის გადაყენების ინიციატივით „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი თანაპარტიელი კომპრომისზე წავიდა „დემოკრატებთან“ და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, თითქოს ის დათანხმდა საიდუმლო გარიგებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერის გადაყენება მოხდა. მაკარტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის პალატის თავმჯდომარე, ის არ ნანობს არჩევანს, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობიდან გადაყენება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner