logo_geo
eng_logo
პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
- +

4 ოქტომბერი. 2023. 10:03

 

 

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. ლევან დავითაშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება და კანონმდებლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მოხსენების შემდეგ, ვიცე-პრემიერი პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანას უკვე მესამე წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ამ პროცესში კი სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკისრება მთავარი როლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner