საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ უპრეცედენტო სხდომას აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, რომ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გუშინდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ დგას კანონის უზენაესობის მხარეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განხილულმა მოვლენებმა, რეალურად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს არანაირი არგუმენტაცია არ აქვთ იმის საპირისპიროდ, რომ პრეზიდენტს თითქოსდა არ დაურღვევია კონსტიტუცია.
მისი წარმომადგენლები შეეცადნენ, რომ ეს პროცესები, აქცენტები სულ სხვა მიმართულებით გადაეტანათ, რაც მათ არ გამოუვიდათ. საბოლოო ჯამში, შეიძლება ადამიანს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკაზე და არა - საპარლამენტოზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.