logo_geo
eng_logo
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცებს
- +

4 ოქტომბერი. 2023. 10:20

 

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მიზეზი მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

 

ცვლილებების მიხედვით, დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება, თუ ის საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

ასევე: თუ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება, თუ აქცია მის გარეშეც ჩატარდება. ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან მის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან მის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner