საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წინადადების საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
საქმე პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის გიორგი ბერუაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მიმდინარეობს.