logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: არ მახსენდება, ოპოზიცია რაიმე ინიციატივის უკან მდგარიყო და კონკრეტული არგუმენტებით შეძლებოდა დისკუსიაში შემოსვლა
- +

4 ოქტომბერი. 2023. 11:14

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გამოყენებულ მექანიზმებს უპასუხისმგებლოდ იყენებს და დისკუსიაში არგუმენტებით შემოსვლა არ შეუძლია.

 

იონათამიშვილის თქმით, ნებისმიერი მსგავსი მექანიზმის დროს, საზოგადოება ნათლად ხედავს ოპოზიციის წარმომადგენლების ნამდვილ სახეს.

 

„არ მახსენდება, ოპოზიცია რაიმე ინიციატივის უკან მდგარიყო და კონკრეტული არგუმენტებით შეძლებოდა დისკუსიაში შემოსვლა. როგორც წესი, ნებისმიერი მსგავსი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გამოყენებული მექანიზმები, იქნება ეს მინისტრის საათი, ინტერპელაცია თუ სხვა. როგორც წესი, არის ხოლმე შესაძლებლობა, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს ის ძალიან დიდი სხვაობა, მათ შორის, პასუხისმგებლობიანი მიდგომის ნაწილში, რაც გააჩნია სახელისუფლებო გუნდს და ოპოზიციას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner