logo_geo
eng_logo
გლდანში აკაკი ბაქრაძის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნება
- +

4 ოქტომბერი. 2023. 12:07

 

 

გლდანის მე-8 მიკრორაიონის 23-ე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ახალრეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნება.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბიბლიოთეკა ამ უბნის მოსახლეობას 1970-იანი წლების მიწურულიდან ემსახურებოდა, თუმცა, შენობის ავარიულობის გამო, დღის წესრიგში მისი სრული განახლება დადგა.

 

„შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ავარიული, მოუწესრიგებელი. გარდა შენობის კაპიტალური გამაგრებისა, მოხდა კომუნიკაციების განახლება, სრული ინფრასტრუქტურული გადახალისება, ასევე, საერთო სამუშაო სივრცის კომპიუტერებით აღჭურვა და, რაც მთავარია, წიგნადი ფონდის შევსება. ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო, ჩატარებულია, სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია და მშვიდი, სასიამოვნო გარემოა შექმნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისვე თქმით, უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც.

 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner