„პირობას გაძლევთ, რომ 2018 წლამდე ფონდი „ქართუ" ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობის გამო დასი უფუნქციოდ, ქუჩაში არის დარჩენილი.
„მე ეს გავიგე გუშინ. აქვე გპირდებით, რომ 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ" ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება",- განაცხადა ივანიშვილმა.